მონროს კაზუსი - კვირის პალიტრა

მონროს კაზუსი

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავებში ჯესიკა ალბა სანიმუშო ქცევით გამოირჩევა - 33 წლის მსახიობი მეუღლის, პროდიუსერ კეშ უორენის ერთგულია და ორ მშვენიერ გოგონას უზრდის. წელს, მაისში, "დედის დღეზე", ალბას "ჰოლივუდის საუკეთესო დედიკოს" წოდებაც კი მიაკუთვნეს. ახლახან ნიუ-იორკში ტელეშოუს (106 and Park show) გადაღებაზე მიმავალ სანიმუშო დედიკოს მოულოდნელად უცნაური რამ შეემთხვა... ჯესიკას შესანიშნავი გემოვნება აქვს და მუდამ ელეგანტურად არის ჩაცმული. ამჯერადაც მოდურ ქვედაკაბასა და ჟაკეტში იყო გამოწყობილი, როდესაც ფეხი სავენტილაციო ცხაურს დაადგა, ქვემოდან ძლიერმა ჭავლმა დაუბერა და ქვედაკაბა აუფრიალა - სწორედ ისე, როგორც ცნობილ ფილმში ("შვიდი წლის ჟინი") ყველა დროის სექსბომბად აღიარებული მერილინ მონროსთვის სპეციალურად მოწყობილ საგანგებო სცენაში, სადაც კინოვარსკვლავს ცხაურიდან ჭავლი ზუსტად ასე უბერავს... მუდამ ჩასაფრებულმა პაპარაცებმა არ დაახანეს და "ჰოლივუდის საუკეთესო დედიკოს" რამდენიმე ფოტო გადაუღეს.

ყვითელი პრესა კი დარწმუნებულია, რომ ჯესიკას ნამდვილად შეეძლო "სახიფათო" ცხაურს სწრაფად გასცლოდა, მაგრამ მერილინის მსგავსად კაბის ფრიალის ცდუნება ვერ დასძლია... თუმცა ამისთვის, ალბათ, არავინ დაძრახავს, რადგან ქალი მაინც ქალია.