"სათამაშო" 80 წლისაა - კვირის პალიტრა

"სათამაშო" 80 წლისაა

16 აგვისტოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი პიერ რიშარი 80 წლის გახდა. თუმცა "მაღალი ქერა მამაკაცი" უწინდებურად მხიარული, ენერგიული და შემართულია. პიერი არისტოკრატისა და ამავდროულად ტექსტილის მსხვილი მეწარმის ოჯახში დაიბადა. მალე მამამისმა მთელი ქონება დოღზე წააგო და შვილი გასაზრდელად ბაბუას მიაბარა.

პიერს სცენა ახალგაზრდობიდანვე იტაცებდა, თუმცა ოჯახს ამის გაგონებაც არ სურდა. დიდხანს თამაშობდა მეორეხარისხოვან როლებს, მისი გვარი კი აფიშებსა და ტიტრებში მითითებულიც არ იყო. ასე გაგრძელდა 33 წლის ასაკამდე, ვიდრე "სათამაშოში" შესრულებული როლის შემდეგ ვარსკვლავად იქცეოდა. სხვათა შორის, 80 წლის იუბილარს 4 ცოლი ჰყავდა - მსახიობი და ბალერინა დანიელ მინაცოლი, მსახიობი მურიელ დიუბრული, მაროკოელი მოდელი აიშე და ბრაზილიელი მოდელი სეილე...