ემილი და შვლის ნუკრი მია
01-09-2014
ემილი და შვლის ნუკრი მია
ადრიან დილას შოტლანდიაში,  ტყის პირას, ემილის დაობლებული შვლის ნუკრი დაადგა თავს. მას შემდეგ ნუკრი გოგონას აღარ შორდება.

- პირველად რომ გამოჩნდა, ძლივს დადიოდა, ხელში რომ ავიყვანე, ჩემი ყურები საწოვარა ეგონა... უკვე 5 თვეა, ჩვენთან ცხოვრობს. ნამდვილად სასწაულია, რომ პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მომეხუტა. მე მასთან მეგობრობით ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდან "აივი" დავარქვი, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ "გოგონა" იყო, "მია" ვუწოდე.
მიუხე
დავად იმისა, რომ უკვე ძალიან მოუსვენარია, მიას საათობით შეუძლია ჩამეხუტოს და დაიძინოს. დღედაღამ ერთად ვართ, წამითაც ვეღარ ძლებს უჩემოდ. ამას წინათ მამამ შეწუხებულმა მითხრა: -  მია ეზოში გაუნძრევლად წევს და არაფერს ჭამსო. შეშინებული გარეთ გავვარდი, მია მაშინვე წამოხტა, მომვარდა და თამაში მთხოვა... ისე სწრაფად დახტის, მისთვის ფოტოს გადასაღებად მომენტის შერჩევაც კი ძნელია. უცნაურია, როცა სარკეში
ვიხედებით, მხოლოდ  მაშინ არის წყნარად, - ამბობს ემილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით