თვალები დაუმრგვალდათ - კვირის პალიტრა

თვალები დაუმრგვალდათ

"არტპოპის" ფარგლებში ლედი გაგა  მსოფლიო ტურნეს მართავს. ტოკიოს აეროპორტში  ფანატებმა ამაღელვებელი შეხვედრა მოუწყვეს. როგორც ყვითელი პრესა წერს, "აბორიგენებს წვრილი თვალები დაუმრგვალდათ", როცა 28 წლის გაგამ, რომელმაც რამდენიმე თვეში 8 კგ მოიმატა, იაპონელებს "დასავლური ღირებულებები" თავისი სხეულის დაუფარავი ნაწილების სახით აეროპორტშივე უჩვენა, რის გამოც პირად დაცვასა და პოლიციას გვარიანი ჯაფა დაადგათ. უკვე ორი კონცერტის შემდეგ კი გაგამ "ტვიტერზე" დაწერა - "არტპოპს" აქ დიდი წარმატება ხვდა, ტოკიო ჩემი საყვარელი ადგილია!" კრიტიკოსების თქმით, მომღერალი მართლაც ბედნიერია მას შემდეგ, რაც ნახევარი წლის წინ მისმა კონცერტებმა ნიუ-იორკში საკმაოდ უღიმღამოდ  ჩაიარა.