"ზომბები" მოიცდიან
01-09-2014
"ზომბები" მოიცდიან
ბოლო ხანს უკრაინული წარმოშობის ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი მილა იოვოვიჩი გამუდმებით ამბობდა, - მეორე ბავშვის გაჩენაზე ვოცნებობო. ახლახან კი გაირკვა, რომ ორსულადაა. ამ ცნობამ მილა და მისი ქმარი პოლ ანდერსონი მეტად ააღელვა. მსახიობი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებოდა - კეიპტაუნში უნდა დაწყებულიყო ფილმ "ბოროტების ბინადრების" უკანასკნელი ნაწილის გადაღებები, რომლის რეჟისორი სწორედ მისი ქმარია.
"მე და პოლმა გადავწყვიტეთ, ბავშვის გაჩენამდე გადაღება შეგვეჩერებინა. გადასაღებ მოედანზე ტრიუკები მაქვს შესასრულებელი. მუცელიც მეზრდება და ჯობს ზომბებს ბავშვის დაბადების შემდეგ
გავავლო მუსრი. მანამდე კი მუსრის გავლება ჩემი საყვარელი ნამცხვრებისთვის მომიწევს", - განაცხადა 38 წლის მილამ.
მისი და პოლის ერთადერთ გოგონას მალე 7 წელი უსრულდება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით