ჯექსონის ოცნებების სახლიც იყიდება - კვირის პალიტრა

ჯექსონის ოცნებების სახლიც იყიდება

წინა კვირას ლას-ვეგასში გაიყიდა მაიკლ ჯექსონის უკანასკნელი სახლი, სადაც პოპის მეფე 2006-2009 წლებში ცხოვრობდა. ამჯერად კი მისი ზღაპრული რანჩო "ნევერლენდის" ჯერია. მაიკლმა ის 1988 წელს  39 მლნ დოლარად იყიდა. ის აქ ცხოვრებას და თავისი ბავშვობის ოცნებებისა და ფანტაზიების ასრულებას შეუდგა: ააშენა ატრაქციონების პარკი, ზოოპარკი, მიწისქვეშა მხატვრული გალერეა, ააგო ეკლესია და გაიყვანა რკინიგზის ორი ხაზი, თუმცა 2005 წელს რანჩო მიატოვა - მისი განცხადებით, "პრესამ და პოლიციამ "ნევერლენდის" მაგია დაამსხვრიეს"... მისი მემკვიდრეები "ნევერლენდს" 60 მლნ-ად აფასებენ.