ჯექსონის ოცნებების სახლიც იყიდება
01-09-2014
ჯექსონის ოცნებების სახლიც იყიდება
წინა კვირას ლას-ვეგასში გაიყიდა მაიკლ ჯექსონის უკანასკნელი სახლი, სადაც პოპის მეფე 2006-2009 წლებში ცხოვრობდა. ამჯერად კი მისი ზღაპრული რანჩო "ნევერლენდის" ჯერია. მაიკლმა ის 1988 წელს  39 მლნ დოლარად იყიდა. ის აქ ცხოვრებას და თავისი ბავშვობის ოცნებებისა და ფანტაზიების ასრულებას შეუდგა: ააშენა ატრაქციონების პარკი, ზოოპარკი, მიწისქვეშა მხატვრული გალერეა, ააგო ეკლესია და გაიყვანა რკინიგზის ორი ხაზი, თუმცა 2005 წელს რანჩო მიატოვა - მისი განცხადებით, "პრესამ და პოლიციამ "ნევერლენდის" მაგია დაამსხვრიეს"... მისი მემკვიდრეები
"ნევერლენდს" 60 მლნ-ად აფასებენ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით