აღარ უყვარს, მაგრამ არ მიატოვებს?!
01-09-2014
აღარ უყვარს, მაგრამ არ მიატოვებს?!
სანამ ყვითელი პრესა იმის გამოცნობას ცდილობდა, ბოლოს და ბოლოს, როდის გაიმართებოდა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილი, პიტის პირადმა ფსიქოლოგმა, 54 წლის რონ ბარდმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პიტს ჯოლი აღარ უყვარს და მასთან 6 ბავშვის გამო რჩებაო! სწორედ ექიმმა თქვა პირველად, რომ 39 წლის ანჯელინამ და 50 წლის პიტმა თავიანთი ურთიერთობა დიდი ხანია ოფიციალურად გააფორმეს, თუმცა, ქორწინებას საიდუმლოდ ინახავდნენ.

ექიმი ბარდი პიტს 2004 წელს ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ ენისტონმა გააცნო.
სწორედ "ბარდის ხელში" მიატოვა მან ენისტონი ჯოლის გამო. ბარდი ამბობს, რომ ამჯერად პიტი ანჯელინას არაფრის დიდებით არ მიატოვებს, რადგან ამით მისი იმიჯი მეტისმეტად დაზარალდება.

არავინ იცის, რატომ მოუნ
და ფსიქოანალიტიკოსს თავისი კლიენტის შესახებ ამგვარი განცხადების გაკეთება. თავად ვარსკვლავურ წყვილს არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. მით უმეტეს ანჯელინა და ბრედი ერთობლივ ფილმზე, "ზღვისკენ", მუშაობენ და კუნძულ მალტაზე იმყოფებიან. ჯოლი არა მარტო მთავარ როლს თამაშობს, თავადაა რეჟისორიც და პროდიუსერიც...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით