ჰაიდის "კულტურული შოკი" შვილებს - კვირის პალიტრა

ჰაიდის "კულტურული შოკი" შვილებს

ჰაიდი კლუმმა ბავშვებს "სიურპრიზი" მოუწყო. სუპერმოდელს 4 შვილი ჰყავს - 10 წლის ჰელენი, 9 წლის ჰენრი, 8 წლის იოჰანი მეორე ქმრის - მუსიკოს და მომღერალ სილისგან და 6 წლის ლუ სულოლა მორიგი საქმროსგან - ფლავიო ბრიატორესგან...  ამერიკული სატელევიზიო პროგრამა "პოდიუმის" რეკლამისთვის დედის გაშიშვლებამ ბავშვებში შოკისმაგვარი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ სარეკლამო პოსტერზე კლუმი სრულიად შიშველია! - მას მხოლოდ ტანსაცმლის საკიდები "ფარავს".

შვილები პირდაღებული შეჰყურებდნენ მზეთუნახავი დედის უზადო სხეულს და კარგა ხანს სიტყვის დაძვრას ვერ ახერხებდნენ. ყვითელი პრესა ირონიულად აღნიშნავს, რომ შვილებს მსგავსი "კულტურული შოკი" დიდხანს არ დაავიწყდებათ.