"შეყვარებულ" სპილოს გადაურჩნენ
08-09-2014
"შეყვარებულ" სპილოს გადაურჩნენ
სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის" მმართველი არმანდ გრობლერი უჩვეულო სურათს შეესწრო: ფოლკსვაგენ "პოლოს" ორი მგზავრი შეუფერებელ დროს შეუფერებელ ადგილას აღმოჩნდა... საბედნიეროდ, უზარმაზარეშვებიანი ახალგაზრდა სპილო მათ ავტომობილს მხოლოდ "მიელამუნა", არადა, ადვილად შეეძლო მანქანის გაბრტყელება... "კიდევ კარგი, გოლიათი ძალიან აგრესიული არ იყო. საქმე ისაა, რომ 20 წლის მამალ სპილოებს დროდადრო ეწყებათ "მუსტის" ფაზა, რაც ურდუს ენაზე "მოწამვლას" ნიშნავს. ამ დროს სპილოს სისხლში ტესტოსტერონი 20-ჯერ იმატებს, ის აგრესიული ხდება და დედალი სპილოსთვის მათი
ორთაბრძოლა ხანდახან მეტოქის სიკვდილითაც მთავრდება. "მუსტის" დროს სპილოები თითქმის არ ჭამენ და გამუდმებით გამოსცემენ უჩვეულო ხმებს, რომელიც ძრავის ხმაურს წააგავს. გასაოცარია, რომ ტურისტები ადვილად გადარჩნენ", - ამბობს გრობლერი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით