წუწაობა იოკოჰამაში - კვირის პალიტრა

წუწაობა იოკოჰამაში

ამ ზაფხულს იაპონიაშიც ძალიან ცხელა. ამიტომ იოკოჰამას ცნობილ აკვარიუმ “"ჰაკეჯიმაში", სადაც 900-კილოგრამიანი 4 მ სიგრძის თეთრი ვეშაპი წარმოდგენებს მართავს, მუდამ ბევრი ხალხია. თუმცა მაყურებელს ამჯერად შოუზე მეტად (რა დროსაც თეთრი ვეშაპი ხან კუდზე დგას, ხან "ხატავს", ხან მწვრთნელს "კოცნის" და ა.შ.) წუწაობა აინტერესებს. მასობრივ წუწაობაში უფრო ხშირად ბავშვები მონაწილეობენ. საგულისხმოა, რომ ვეშაპი ბავშვებს უფროსებისგან შესანიშნავად არჩევს და  პატარებს გაცილებით ფრთხილად წუწავს, ვიდრე მოზრდილებს.