ჰოლის ქმარი "განუყვარდა"
08-09-2014
ჰოლის ქმარი "განუყვარდა"
ჰოლი ბერის თავისი მეუღლე - ფრანგი მანეკენი ოლივიე მარტინესი აღარ იზიდავს. 48 წლის სუპერვარსკვლავი მაყურებელს დღესაც ადვილად ხიბლავს. ახლახან ლოს-ანჯელესში ჩატარებულ სატელევიზიო პრემია "ემით" დაჯილდოების ცერემონიაზე  მარტო მისული მზეთუნახავი ჰოლი საზოგადობის ყურადღების ცენტრში იყო. მას დღესაც უამრავ როლს სთავაზობენ, ოლივიეს კარიერას კი საფრთხე ემუქრება - ერთ დროს ლამაზი მანეკენი გასუქდა, ხიბლი დაკარგა და თუ ადრე ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდების რეკლამებში იღებდნენ, ახლა თითქმის აღარსად იწვევენ.

კრიტიკოსების მტკიცებით, ოლივიე აღარც ჰოლის
მოსწონს, ბოლო დროს ერთად არ ჩნდებიან და მათ ქორწინებას 10 თვის შვილი, მათეოც კი ვეღარ გადაარჩენს.      

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით