მარადიული სასიძო
08-09-2014
მარადიული სასიძო
31 აგვისტოს რიჩარდ გირი 65 წლის გახდა. იუბილარი ცოლს შარშან გაეყარა და ახლახან უკანასკნელ შეყვარებულს პადმა ლაქშმისაც დაშორდა. შედეგად, ყვითელი პრესა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად არაერთხელ აღიარებულ მსახიობს ყველაზე მეტად მარადიული სასიძოს როლი იტაცებს... მომავალი ქალთა გულთამპყრობელი ინგლისურ-ირლანდიურ ოჯახში დაიბადა. მამა სადაზღვევო აგენტი იყო, დედა დიასახლისი. რამდენიმე წელი უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას (რაც ბუდისტობით დაასრულა) და რეჟისურას, მისდევდა ტანვარჯიშს. მერე სწავლა მიატოვა და მოხეტიალე მუსიკოსებს გაჰყვა.  შემდეგ რამდენიმე სპექტაკლში
ითამაშა, კინოში დებიუტი კი 1977 წელს უნდა ჰქონოდა, მაგრამ სილვესტერ სტალონეს ეჩხუბა და დაითხოვეს... მისი ფილმები შემოსავლიანია, "ლამაზმანი" საკულტო ფილმადაც იქცა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია გირმა ბოლომდე ვერ შეძლო - ამაზე მეტყველებს მისი ჯილდოების უკიდურესი სიმწირე. 1991-1995 წლებში მისი მეუღლე სინდი კროუფორდი იყო, 2002-2013 წლებში
მოდელი კერო ლოუელი, ვისთანაც შვილი, ჰომერი შეეძინა. ბოლო დრომდე მისი "მეგობარი ქალი" მსახიობი პადმა ლაქშმი გახლდათ...   


რედაქტორის რჩევით