"ეს ბიჭი ჩემია"! - კვირის პალიტრა

"ეს ბიჭი ჩემია"!

39-წლიანი ქორწინების მანძილზე 82 წლის შონ კონერისა და 85 წლის მიშელინ როკბრიუნის გრძნობები ოდნავაც არ განელებულა. მაღაზიებში გასეირნების დროსაც კი ერთად არიან - ახლახან პაპარაცებმა შეყვარებულები ქალის თეთრეულის მაღაზიიდან გამოსვლისას დააფიქსირეს, სადაც ისე იქცეოდნენ, როგორც პირველ პაემანზე - ეხვეოდნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს... არადა, მათი ოჯახური ცხოვრება სულაც არ ყოფილა იდილიური. მიშელინი გამუდმებით ეჭვიანობდა სხვა ქალებზე. განსაკუთრებით კეტრინ-ზეტა ჯონსზე ფილმის, "მახეში" გადაღებებისას. სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მისი ოჯახური ჰარმონიის საიდუმლო მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებშია. მიშელინი კი აცხადებს, რომ "ყველა ქალს შონი სურს" და მას ამ ქალების შესანიშნავად ესმის...