ბომონდის "მთავარი ქორწილი"
08-09-2014
ბომონდის "მთავარი ქორწილი"
ბოლო კვირების ბომონდის მთავარი ინტრიგა გახსნილია - მსოფლიომ იხილა ანჯელინა ჯოლის საქორწინო კაბა, რომლითაც ის საკურთხეველზე ბრედ პიტთან ერთად წარდგა. "საიდუმლო" ცერემონიის ფოტოები ერთდროულად ორმა ამერიკულმა პრესტიჟულმა ჟურნალმა (People და Hello) გამოაქვეყნა და პუბლიკაციებს ქორწინების სხვა ექსკლუზიური კადრებიც დაურთო. მეუღლეების სურვილით, ფატა და პატარძლის თეთრი აბრეშუმის კაბის გამჭვირვალე საფარველი მათი ექვსივე შვილის  ნახატებით იყო შემკული, ასე რომ, პატარა "დიზაინერები" - მედოქსი, პექსი, ზაქარა, შაილო, ვივიენი და ნოქსი მსოფლიოსთვის ყველაზე საინტერესო
საქორწინო ცერემონიის მონაწილეები და შემოქმედნი გახდნენ.

საპატარძლო კაბის შეკერვა თავად ჯოლიმ თავის დიდი ხნის მეგობარს - ვერსაჩეს სახლის დიზაინერ ლუიჯი მასის ანდო. ბავშვების ნახატები ოსტატებმა ქსოვილზე აბრეშუმის ძაფებით ამოქარგეს. ქორწილში ანჯელინას ეკეთა პიტის ნაჩუქარი ბეჭედი და დედის - მარშელინის მედალიონი. ნეფეს კი ტრადიციული შავი სამოსი
ეცვა...











მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით