გული აუჩუყდათ - კვირის პალიტრა

გული აუჩუყდათ

თურქეთში ჩატარებულ გინესის რეკორდების წიგნის ფესტივალზე ორგანიზატორებმა უცნაური შოუ მოაწყვეს - ერთმანეთს შეახვედრეს გინესის წიგნის მიხედვით

ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი - 2,47 სმ სიმაღლის თურქი სულთან კოსენი და ყველაზე დაბალი - 43 სმ სიმაღლის ჩინელი ჰე პინპინი. სხვათა შორის, შეხვედრა საკმაოდ გულისამაჩუყებელი გამოდგა როგორც მაყურებლებისთვის, ასევე თავად კოსენისა და პინპინისთვისაც.