"ფარული" ორსულობა
15-09-2014
"ფარული" ორსულობა
37 წლის ლივ ტაილერის დამრგვალებული მუცელი პაპარაცების ყურადღების ცენტრშია. ყვითელი პრესის მტკიცებით, ტაილერის 10 წლის შვილს მაილოს მალე დედმამიშვილი გაუჩნდება. როკერ როისტონ ლენგდონთან განშორების შემდეგ ლივი 6 წელია შვილს მარტო ზრდის. ახალი შეყვარებული - საფეხბურთო აგენტი დეივიდ გარდნერი კი ტაილერს სუპერმოდელმა კეიტ მოსმა გააცნო.

პაპარაცები ტაილერსა და გარდნერს ესპანეთის კუნძულ ფორმენტარაზე გადააწყდნენ. სუპერვარსკვლავი გაზრდილ მუცელს ჭილის ქუდით მონდომებით იფარავდა. ტაილერი გასუქდა, კანზეც პიგმენტური ლაქები გაუჩნდა და კრიტიკოსების თქმით, მალე "ქუდი
ბავშვს ვერ დამალავს"...    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით