ტელეფონი "კოკაზე"! - კვირის პალიტრა

ტელეფონი "კოკაზე"!

ლონდონში "ნოკიას" მოდიფიცირებული ტელეფონი წარმოადგინეს, რომელიც "კოკა-კოლათი" იტენება და 3-4-ჯერ მეტხანს მუშაობს, ვიდრე ტრადიციულ

ლითიუმ-იონურ აკუმულატორზე. ენერგიას აკუმულატორი გლუკოზიდან იღებს, ამიტომ მასში ლიმონათის ან სხვა ნებისმიერი ტკბილი სითხის ჩასხმაც შესაძლებელია. ხელშეკრულებით, პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ "ნოკიას" ტელეფონებზეა გათვლილი...