"საირუსის ღამე" - კვირის პალიტრა

"საირუსის ღამე"

სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მომღერალი, 22 წლის მაილი საირუსი წვეულებაზე შიშველი მივიდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ალექსანდერ უენგის წვეულებაში, რომელიც ნიუ-იორკში მოდის კვირეულის ეგიდით გაიმართა. ბომონდის ყურადღება მაილის ექსტრავაგანტურმა "ჩაცმულობამ" მიიპყრო - ის წვეულებაზე შარვლითა და სათვალით გამოცხადდა, წელს ზევით შიშველი იყო და მხოლოდ პატარა სტიკერები ჰქონდა მიკრული კერტების დასაფარავად. მაილი მეგობრებთან ერთად ცეკვავდა და მხიარულობდა. შემდეგ კი საკუთარი ინსტაგრამის”გვერდზე საღამოს ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. "ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო ღამეა", - აღნიშნა მაილიმ, ხოლო ფანატების შეკითხვებს - კისრის არეში რა "საეჭვო" გამონაყარი გაქვსო, ასე უპასუხა, - ვარდისფერ ბრჭყვიალებს მაყრიდნენ ავტობუსში და მგონი, მაგის ბრალიაო...”სხვათა შორის, მსგავსი გამოხდომებით საირუსმა საბოლოოდ დააფრთხო თავისი საქმრო ლიამ ჰემსვორთი.

არადა, შარშან მაილიმ ჟურნალ "მაქსიმის" ვერსიით პლანეტის ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.