უატესტატო სასიძო
15-09-2014
უატესტატო სასიძო
ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო - სუპერვარსკვლავი კიანუ რივზი 2 სექტემბერს 50 წლის გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ეგზოტიკური მამაკაცია - მის  ძარღვებში შერეულია ინგლისური, ირლანდიური, ჩინური, ჰავაიური და პორტუგალიური სისხლი. ის ბეირუთში დაიბადა და დედასთან ერთად ბევრი მოგზაურობა უწევდა. 3 წლის იყო, როცა დედა კრიმინალური წარსულის მქონე ქმარს, კიანუს მამას დაშორდა. მას შემდეგ კიდევ 3-ჯერ გათხოვდა და გაშორდა ქმრებს. თავად კიანუ კი არასდროს დაქორწინებულა.
1999 წელს მის შეყვარებულს  -
ჯენიფერ საიმსს მკვდრადშობილი გოგონა შეეძინა, ხოლო 2001 წელს თავად  საიმსი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ბავშვობაში კიანუს სწავლა უჭირდა და ჰოკეისტობაზე ოცნებობდა, საბოლოოდ ატესტატი არც აუღია. სამაგიეროდ, 9 წლიდან იღებდნენ რეკლამებში. მერე ბედი კინოშიც სცადა... სხვათა შორის, რივზი მხოლოდ მსახიობი კი არა, მუსიკოსიცაა და დიდხანს უკრავდა ბას-გიტარაზე ანსამბლებში
"დოგსტარი" და "ბეკი". ახლახან კი მოტოციკლების მწარმოებელი კომპანიაც შექმნა.        

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები