უფლისწული და "ჰაკა" - კვირის პალიტრა

უფლისწული და "ჰაკა"

27 წლის უფლისწული უილიამი როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ახალ ზელანდიას ეწვია, სადაც  უზენაესი

სასამართლოს ახალი შენობა გახსნა. მაორები საპატიო სტუმარს ზარ-ზეიმით დახვდნენ - დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე კივის ფრთებით მორთული საზეიმო მოსასხამით შემოსეს და მსოფლიოში ცნობილი ტრადიციული ცეკვა "ჰაკა" შეასრულეს. სხვათა შორის, უფლისწული ასევე მრავალ ადამიანს მიესალმა ახალზელანდიელთAა წესით - ცხვირის ცხვირზე გახახუნებით.