"განმწმენდი" ჭიაკოკონა - კვირის პალიტრა

"განმწმენდი" ჭიაკოკონა

ესპანეთში, იანვრის კათოლიკური კარნავალის დღეებში, აღნიშნავენ "წმინდა აბატ ანტონიუსის" დღესაც - ის შინაური ცხოველების მფარველად ითვლება და ამ დღეს

ხალხს ეკლესიებში შინაური პირუტყვი დასალოცად მიჰყავს... ხოლო სოფელ სან-ბარტოლომე დე პინარესში Aჭიაკოკონობა იმართება. დილიდან სოფლელები ეკლესიისკენ საზეიმოდ მორთული ცხენებით, ძროხებითა და ვირებით მიემართებიან. ღამით კი, "ცეცხლით განწმენდის" ცერემონიისას, სოფლის გარშემო დანთებულ კოცონებს ცხენებით ახტებიან მხედარი კაცებიც... და ქალებიც!