უცნაური მეგობრობა - კვირის პალიტრა

უცნაური მეგობრობა

8 წლის წინ ეს სამი დიდი მტაცებელი - ვეფხვი "შერ-ხანი", “დათვი "ბალუ" და ლომი "ლეო" ჯორჯიის შტატში ადგილობრივ ნარკობარონს ჩამოართვეს, რომელსაც ისინი,

ასე ვთქვათ, "სტატუსისთვის"” სჭირდებოდა. მას მერე ისინი ზოოპარკში "ნოეს კიდობანი" საერთო ვოლიერში ძალიან მეგობრულად ცხოვრობენ. გასაკვირია, რომ ამ მეტად უცნაურ ტრიოს, რომელთაგანაც თითოეულს  დიდი ნადირის მოკვლა თათის ერთი დარტყმით შეუძლია, ამ ხნის განმავლობაში ერთი "შელაპარაკებაც" არ მოსვლია.