ბალოკი+სტრიპი = ? - კვირის პალიტრა

ბალოკი+სტრიპი = ?

ამერიკელ "კინოკრიტიკოსთა გილდიის" პრემიების გადაცემისას სცენაზე ერთდროულად მყოფი, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სანდრა ბალოკი და მერილ

სტრიპი დაჯილდოების პროცესში ერთმანეთს ვითომ ზურგს უკან "შურის გრიმასებს" უკეთებდნენ. მოულოდნელად ბალოკი სტრიპს  ეძგერა და ტუჩებში ისე აკოცა, ლამის დაახრჩო... მუდამ მორიდებული სტრიპიც და დარბაზიც გაკვირვებისგან პირდაღებული დარჩა. "სტრიპთან ერთად ჯილდოს მიღება უდიდესი პატივია", - ასე ახსნა ბალოკმა თავისი საქციელი.