"ბა" - ლელო შოტლანდიურად - კვირის პალიტრა

"ბა" - ლელო შოტლანდიურად

ყოველ ზამთარს შოტლანდიის ქალაქ კირკვოლში "ნამდვილი" მამაკაცები ორ გუნდად ("აპისი " და "დუნისი") იყოფიან და მათ შორის იმართება "ბა", ერთგვარი ლელო -

თამაში წესების გარეშე. რატუშასთან ბრბოში ბურთის გადაგდების შემდეგ დიდი ბრძოლა შუა ქალაქში მიმდინარეობს - დათქმულ ადგილამდე ბურთის მისატანად დასაშვებია არათუ შუკების გამოყენება, არამედ სახურავებზე გადავლაც კი. "ბა" წელს "აპისმა" მოიგო... თამაშს მსაჯი არ ჰყავს, პოლიციაც არსად ჩანს, სამაგიეროდ, მთელი მედპერსონალი დგას ფეხზე.