ქორწილი ვენეციაში - კვირის პალიტრა

ქორწილი ვენეციაში

53 წლის ჯორჯ კლუნიმ და მისმა 36 წლის საცოლე ამალ ალამუდინმა უკანასკნელ წუთს გადაიფიქრეს ქორწილის გამართვა კომოს ტბაზე, სადაც სუპერვარსკვლავს შესანიშნავი ვილა აქვს. არადა, ბოლო დრომდე კლუნი ამბობდა, რომ საქორწინო ცერემონია ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ლალიოში გაიმართებოდა, რომლის მერთან მიღწეული იყო შეთანხმება მაქსიმალური კონფიდენციალურობის თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, თურმე ტბაზე ნავებსაც კი ეკრძალებოდათ ნაპირთან მიახლოება. ახლა კი ყვითელ პრესაში სხვა ინფორმაციამ გაჟონა - ქორწილი აუცილებლად ერთ კვირაში გაიმართება და აუცილებლად იტალიაში, უფრო ზუსტად კი ვენეციაში. ასე რომ, პაპარაცები უკვე სხვანაირ ნავებს - კონკრეტულად კი გონდოლებს ეძებენ...