ალის გაახალგაზრდავება
22-09-2014
ალის გაახალგაზრდავება
ცოტა ხნის წინ დასრულებულ ვენეციის კინოფესტივალზე 74 წლის ალ პაჩინომ ბოლო ფილმი - "დამცირება" წარადგინა, რომელიც გაქირავებაში 30 აგვისტოს გავიდა. ფილმი კრიტიკოსებმაც და კინომანებმაც აღტაცებით მიიღეს, ხოლო მისმა 35 წლის თანამგზავრმა - არგენტინელმა მსახიობმა და მოდელმა ლუსია სოლუმ მამაკაცები შურით აღავსო. სხვათა შორის, ალ პაჩინოს ლამაზმანი ტორონტოს კინოფესტივალზეც ჰყავდა წაყვანილი. სუპერვარსკვლავს არც ის აწუხებდა, რომ 39 წლით უმცროსი საყვარელი მასზე გაცილებით მაღალია, და არც ის, რომ ყვითელ პრესაში ირონიული კომენტარი
გაჩნდა - "უკან, მომავლისკენ"...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით