შეუთავსებლობა ქერისთან
22-09-2014
შეუთავსებლობა ქერისთან
6-წლიანი ქორწინების შემდეგ მერაია ქერი ქმარს - დიჯეი ნიკ კენონს შორდება. წყვილს ტყუპი ჰყავს - მოროკანი და მონრო. 44 წლის მერაიამ 33 წლის ნიკთან გაყრაზე განცხადება მაისში შეიტანა. მისმა ადვოკატებმა ნიკი ძლივს დაითანხმეს (წერილობითი თანხმობა მიიღეს), რომ არავითარ შემთხვევაში საჯაროდ არ განეცხადებინა გაყრის მიზეზი. სამაგიეროდ, გუდას თავი მერაიას მამამთილმა მოხსნა და მსოფლიოს აუწყა, რომ მილიონერ რძალთან (მერაია ქერის ქონება 500 მლნ დოლარია, კენონისა კი 20 მლნ დოლარი) გაყრის მიზეზი სექსუალური
შეუთავსებლობაა. "ნიკს სურდა ცოლი ლამაზი და მოხდენილი ყოფილიყო, ის კი 90 კგ-მდე გასუქდა. ნიკს სურდა 10 შვილი ჰყოლოდა, მერაიამ კი 2-ზე მეტი არ იყოლია... ქერის მისი გარემოცვა როგორც სურს ისე ატრიალებს, ამან ოჯახის ცხოვრება ქაოსად აქცია", - განაცხადა უფროსმა კენონმა.   
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით