ეშტონ კატჩერის უძირო ჯიბე - კვირის პალიტრა

ეშტონ კატჩერის უძირო ჯიბე

36 წლის სუპერვარსკვლავი ეშტონ კატჩერი ზედიზედ მესამე წელია, ტელემსახიობებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხდება. ეშტონის შემოსავალი კომედიურ სერიალში "ორ-ნახევარი ადამიანი" ჰოლივუდში მის ჰონორარებს თითქმის არ ჩამოუვარდება - სპეციალიზებული ჟურნალის მონაცემებით, 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე მან თითო სერიაში 750 000 დოლარი მიიღო, რამაც ჯამში 26 მლნ შეადგინა, ხოლო თითოეულ წუთში კეტჩერს 34 000 გადაუხადეს. მამაკაცებს შორის ლიდერებში ასევე მოხვდნენ ჯონ კრაიერი და მარკ ჰერმონი - 19-19 მლნ, ნილ პატრიკ ჰარისი - 18 მლნ, პატრიკ დემპსი და კევინ სპეისი 16-16 მლნ. ქალებში კი ყველას რეალითიშოუს - "მოსამართლე ჯუდი" წამყვანმა ჯუდი შეიდლინმა აჯობა, რომელმაც წელიწადში 47 მლნ მიიღო.