ბავშვი #2, ქალი #1 - კვირის პალიტრა

ბავშვი #2, ქალი #1

ლონდონში მეჩვიდმეტედ გაიმართა ჟურნალ GQ-ს პრესტიჟული პრემიით (QMen Of The Year Awards) დაჯილდოების ცერემონია. როგორც ბევრი ელოდა, "წლის საუკეთესო ქალი" ამერიკელი მსახიობი, ფოტომოდელი და რეალითიშოუს ვარსკვლავი, "გამორჩეული" ფორმებით ცნობილი კიმ კარდაშიანი გახდა. 33 წლის კარდაშიანს წელს ჯერ პირველი შვილი - გოგონა ნორტი შეეძინა და შემდეგ გათხოვდა (უკვე მესამედ), სწორედ ნორტის მამას, რეპერ კანიუ უესტს გაჰყვა. შედეგად, მთელი მსოფლიოს ჟურნალები აჭრელდა კიმისა და მისი ოჯახის ფოტოებით, პატარა ნორტს კი "ბავშვი #2" უწოდეს პრინც ჯორჯის შემდეგ...

ჟურნალმა ასევე გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: "წლის საუკეთესო მამაკაცი" - კოლინ ფერტი, "წლის საუკეთესო მსახიობი" -  ბენედიქტ კამბერბეტჩი, "წლის საუკეთესო მომღერალი" - ფარელ უილიამსი და "წლის საუკეთესო სპორტსმენი" - ლუის ჰემილტონი.