ანტონიომ გაილაღა
29-09-2014
ანტონიომ გაილაღა
ბანდერას-გრიფიტის განქორწინების შესახებ დაუსრულებელ ხმებს წერტილი თავად ანტონიომ დაუსვა - ივნისში გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა. მას შემდეგ პაპარაცები გუნდ-გუნდად დასდევენ და ბანდერასის ყველა ნაბიჯს აფიქსირებენ. მელანისთან 18-წლიანი "უღლისგან" გათავისუფლებულმა ანტონიომ გაილაღა - სუპერვარსკვლავს აღარც 37 წლის "მეგობარი ქალი" - ინდური კინოს ვარსკვლავი მალიკა შარავათი მოსწონს და მთელ ღამეებს "უკომპლექსო გოგონების" კომპანიაში ატარებს. პაპარაცებმა დააფიქსირეს მისი ფლირტი სან ტროპეს ღამის კლუბში ერთდროულად სამ ქალბატონთან - ანტონიო სამივეს ეცეკვა და დააიმედა... თავდაპირველად
თეთრებში გამოწყობილ გოგონას ანიჭებდა უპირატესობას, მერე წითური გააქტიურდა, თუმცა ანტონიო კატარღით წაბლისფერთმიანთან ერთად გაიპარა...      

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით