ანტონიომ გაილაღა - კვირის პალიტრა

ანტონიომ გაილაღა

ბანდერას-გრიფიტის განქორწინების შესახებ დაუსრულებელ ხმებს წერტილი თავად ანტონიომ დაუსვა - ივნისში გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა. მას შემდეგ პაპარაცები გუნდ-გუნდად დასდევენ და ბანდერასის ყველა ნაბიჯს აფიქსირებენ. მელანისთან 18-წლიანი "უღლისგან" გათავისუფლებულმა ანტონიომ გაილაღა - სუპერვარსკვლავს აღარც 37 წლის "მეგობარი ქალი" - ინდური კინოს ვარსკვლავი მალიკა შარავათი მოსწონს და მთელ ღამეებს "უკომპლექსო გოგონების" კომპანიაში ატარებს. პაპარაცებმა დააფიქსირეს მისი ფლირტი სან ტროპეს ღამის კლუბში ერთდროულად სამ ქალბატონთან - ანტონიო სამივეს ეცეკვა და დააიმედა... თავდაპირველად თეთრებში გამოწყობილ გოგონას ანიჭებდა უპირატესობას, მერე წითური გააქტიურდა, თუმცა ანტონიო კატარღით წაბლისფერთმიანთან ერთად გაიპარა...