"გამოცხადება" - კვირის პალიტრა

"გამოცხადება"

ბიონსე კვლავ ორსულადაა, თუმცა, ამავე დროს ხმები სუპერვარსკვლავისა და მისი მეუღლის რეპერ "ჯეი ზის" გაყრის თაობაზე აქტიურად ვრცელდება.

საქმე ის არის, რომ ამის შესახებ თავად "ჯეი ზიმ" სცენიდან სიმღერით განაცხადა. ცოლ-ქმარმა პარიზში ერთობლივი ტურნე დაასრულა და ბოლო კონცერტზე "ჯეი ზიმ" თავისი ჰიტის (Beach Is Better) სიტყვები ასე შეცვალა: "იმიტომ, რომ ის ორსულად არის... კიდევ ერთი ბავშვი!" ფანატებით სავსე დარბაზი აფეთქდა, ბიონსემ კი მიკროფონით უპასუხა: "შენი მთავარი ფანატი მე ვარ, მისტერ კარტერ! ძალიან მიყვარხარ!"