ციციკორეების გადაწყვეტილებით - კვირის პალიტრა

ციციკორეების გადაწყვეტილებით

18 წლის მანგლი მუნდა, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ცოლად მაწანწალა ძაღლს გაჰყვა. მაწანწალა ძაღლი შერუ ქორწილში მანქანით მიიყვანეს. ქორწინება სოფლის საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. სოფლის უხუცესების თქმით, ამ გზით გოგონა თავს დააღწევს ბოროტ ძალებს, რომელიც თითქოს არა მარტო მას, არამედ მის ოჯახსაც ემუქრება. იქაური ციციკორეების რწმენით, თუკი გოგონა ქორწინებაზე უარს იტყოდა, მამაკაცთან ქორწინებაში უბედურება ელოდა. უხუცესთა განმარტებით, მანგლის შეუძლია, მამაკაცს რამდენიმე თვეში გაჰყვეს ცოლად... სხვათა შორის, ეს ძაღლის და ქალის დაქორწინების პირველი შემთხვევა არ არის, ამგვარი რიტუალი ბოროტი ძალების განსადევნად ინდოეთის რამდენიმე რაიონში არსებობს.