ორმაგი იუბილე - კვირის პალიტრა

ორმაგი იუბილე

25 სექტემბერს მაიკლ დუგლასი 70 წლის გახდა, ხოლო მისი მეორე ცოლი, კეტრინ ზეტა-ჯონსი - 45-ის! შარშანდლიდან მოყოლებული, მაიკლი კეტრინთან გაყრას აპირებდა ამ უკანასკნელის გამუდმებული დეპრესიების გამო - ქალს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. თავად ლეგენდარულმა მსახიობმა 2011 წელს ყელის კიბო დაამარცხა და გაყრის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყებას გეგმავდა. თუმცა გაყრა გადაიფიქრა და ცოლს შეურიგდა, რის შემდეგაც ვარსკვლავური წყვილი საზოგადოებას ერთად წარუდგა. დუგლასს კეტრინთან ქალ-ვაჟი ჰყავს (ასევე ვაჟი ჰყავს პირველ ცოლთან, ავსტრიელი დიპლომატის ქალიშვილთან, დიანდრა ლუკერთან).

სხვათა შორის, საქორწინო კონტრაქტის თანახმად, კეტრინ ზეტა-ჯონსი, გაყრის შემთხვევაში, დუგლასთან ქორწინებაში გატარებული ყოველი წლის სანაცვლოდ 3,5 მლნ დოლარს მიიღებს.