მონიკა ბელუჩი 50 წლისაა
06-10-2014
მონიკა ბელუჩი 50 წლისაა
მას 30 სექტემბერს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა მის სახესა და სხეულს მილიონობით მამაკაცი დღესაც ჭკუიდან გადაჰყავს, მისი სახელია მონიკა ბელუჩი!

სხვათა შორის, მონიკას დედას თავის დროზე უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს, ასე რომ, 47 წლის დედისგან მონიკას გაჩენაც სასწაული გახდა.

"პრობლემაა, თუ სილამაზე არ გაქვს, მაგრამ ისიც პრობლემაა, თუ არაფერი გაგაჩნია, სილამაზის გარდა. და კიდევ, სილამაზე წარმავალია, გაივლის, როგორც ავადმყოფობა", - ამბობს ქალღმერთი. თუმცა, 50 წლის მონიკას ეს "ავადმყოფობა" ნამდვილად არ ემუქრება.

მომავალი მეუღლე მსახიობი ვენსან კასელი მონიკამ 1996 წელს გადაღებებზე გაიცნო - ის ცალკე რეჟისორს ეჩხუბებოდა პარტნიორად უცნობი მსახიობის შერჩევის გამო, ცალკე - მონიკას: "შენთვის არავის უთქვამს, რომ კინოში თამაშისთვის საკმარისი არ არის უკანალის ქნევა?"... საბოლოოდ, "მოჩხუბრები" 5 წლის შემდეგ შეუღლდნენ. 2002 წელს კანის კინოფესტივალი შეძრა
სასტიკი გაუპატიურების სცენებმა კასელის ფილმში "შეუქცევადობა". ვენსანი თავდაპირველად პორნომსახიობების მიწვევას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ სცენა ცოლ-ქმარმა ითამაშა. "ამ სცენების ნახვისა დღესაც მეშინია", - აღიარებს მონიკა ბელუჩი, რომელმაც შვილები, დედამისის მსგავსად, გვიან - 39 და 45 წლის ასაკში გააჩინა.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით