"არნოლდ კლასიკ ევროპა" - კვირის პალიტრა

"არნოლდ კლასიკ ევროპა"

არნოლდ შვარცენეგერმა 1988 წელს დააარსა ე.წ. ბოდიბილდინგის საკუთარი ტურნირი "არნოლდ კლასიკი", რომელიც ყოველწლიურად ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში ტარდება და მეტად პრესტიჟულია. სხვათა შორის, გამარჯვებული 100 ათას დოლართან ერთად ავტომობილ "ჰამერსა" და "როლექსის" საათს იღებს. 2011 წლიდან კი ტურნირი ევროპაშიც ტარდება სახელწოდებით "არნოლდ კლასიკ ევროპა". ის მადრიდში ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. ახლახან მადრიდს თავად შვარცენეგერი ეწვია, გამარჯვებულებს პრიზები გადასცა, ხოლო "სამახსოვრო ფოტო არნოლდთან ერთად" ყველას შეხვდა.