65 წლის მარად "საშინელი" - კვირის პალიტრა

65 წლის მარად "საშინელი"

8 ოქტომბერს სიგურნი უივერი 65 წლის გახდა. ჰოლივუდში  მას "კაბიან სტალონეს" ეძახიან იმის გამო, რომ მუდამ "იბრძვის": უივერი იმ მსახიობი ქალების მცირე ჯგუფშია, ვინც "ოსკარის" ნომინაციებში მხოლოდ საშინელებათა ფილმებში ნათამაშები მთავარი როლების გამო ხვდება. "უცხოს" გადაღებისას სიგურნიმ რეჟისორ ჯეიმს კამერონს 3 პირობა წაუყენა: არ უნდა მომკვდარიყო, არ ჰქონოდა იარაღი და არ ჰქონოდა სიყვარულის სცენები უცხოპლანეტელ არსებებთან - კამერონმა არც ერთი პირობა არ შეასრულა. "ჩემს ცხოვრებაში ყოველივე საკმაოდ დაგვიანებით მოხდა: სახელი 30 წლისამ მოვიხვეჭე, 35 წლისა გავთხოვდი, დედა 40 წლის ასაკში გავხდი. ყველაფერი გვიან, მაგრამ მაინც დროულად მოხდა", - ამბობს უივერი.