ლედი გაგა თავს ვერ ღალატობს - კვირის პალიტრა

ლედი გაგა თავს ვერ ღალატობს

ლედი გაგამ თავისი ბოლო ალბომი, "ლოყა ლოყასთან", ახლახან ბელგიაში წარადგინა. მომღერალმა თავს ვერ უღალატა და ღამის კლუბ "ლარჩიდუკში" მის მოსასმენად შეკრებილ მსმენელსა და თაყვანისცემლებს ლამის შიშველი გამოეცხადა: "კაბა" მას ნამდვილად ეცვა - შავი, გრძელი, მაგრამ საქმე ისაა, "სამოსი"  გამჭვირვალე ქსოვილით იყო შეკერილი. სუპერვარსკვლავს  მკერდი და სხეულის სხვა ნაწილები პრაქტიკულად არაფრით ჰქონდა დაფარული...

ლედი გაგამ ალბომი მსოფლიო ჯაზის ლეგენდა ტონი ბენეტთან ერთად ჩაწერა და "ლარჩიდუკშიც" მასთან ერთად მივიდა, თუმცა უცნობი დარჩა, რას ფიქრობდა მაესტრო ბენეტი თავისი თანამგზავრის ჩაცმულობაზე.