ბრუკ კელი ცოლად "ტორნადოს" მიჰყვება - კვირის პალიტრა

ბრუკ კელი ცოლად "ტორნადოს" მიჰყვება

34 წლის ბრიტანელი მსახიობი ბრუკ კელი  კარგა ხანს დადიოდა კენტად - 7 წლის მანძილზე ხვდებოდა მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს, თუმცა ვერ გათხოვდა. მერე, როცა გადაწყვიტა "ტიტანიკის" ვარსკვლავ ბილი ზეინთან ხელი  მოეწერა, მამა გარდაეცვალა, ქორწილი გადაიდო და ბოლოს წყვილი ერთმანეთს სულაც დაშორდა. ახლახან კი ბრუკის ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა - სუპერვარსკვლავს ხელი სთხოვა სპორტულ ტელეშოუ "გლადიატორების" ვარსკვლავმა, 28 წლის დევიდ მაკინტოშმა, მეტსახელად "ტორნადომ".

წყვილმა ზაფხული ეგეოსის ზღვაზე - საბერძნეთის ნახევარკუნძულ პელოპონესზე გაატარა, სადაც პაპარაცებმაც ადვილად მიაგნეს. ტატუთი აჭრელებულ "ტორნადოს" არცთუ ჰაეროვანი საცოლის პლაჟზე აწევ-დაწევა სულაც არ უჭირდა, კრიტიკოსებმა კი დაასკვნეს, რომ ისინი "ნამდვილად ერთმანეთის შესაფერისები არიან".