ჰაიდი კლუმი კარგი გოგო გახდა
13-10-2014
ჰაიდი კლუმი კარგი გოგო გახდა
41 წლის 4-შვილიან დედას - სუპერმოდელს, მსახიობს, ტელეწამყვანსა და უკვე დიზაინერს ჰაიდი კლუმს, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა "პირადი მცველების შემცდენის" სახელი და გადაწყვიტა, კარგი გოგო გახდეს. ამას წინათ, გერმანელი სუპერვარსკვლავი მილანის მოდის კვირეულზე  ჩატარებულ საქველმოქმედო მეჯლისს დიასახლისობდა. ფონდ "ამფარის"  მიერ ორგანიზებულ საღამოზე დარბაზში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ათასი დოლარი გახლდათ, ხოლო ყველა იაფი მაგიდის ღირებულება... 25 ათასი დოლარი! საერთო აზრით, სწორედ ჰაიდი კლუმის დამსახურება იყო, რომ ასეთი ფასების მიუხედავად, დარბაზში ერთი
ცარიელი ადგილიც არ დარჩა! საქმე ის არის, რომ სუპერვარსკვლავი ამჟამად მეტად პოპულარულია. ის მფარველობს დამწყებ კუტიურეებს, როგორც ცნობილი შოუ - "პოდიუმის" პროდიუსერი და უცვლელი წამყვანი. ხოლო როგორც დიზაინერმა, სპორტული სამოსის ფირმა "ახალ ბალანსთან" ერთად,  შექმნა ბოტასები, მსუბუქი ქურთუკები, მაისურები და ტოპები. ჰაიდი კლუმი სარეკლამო კლიპებშიც
მოდელი თავად გახლდათ და, ბუნებრივია, რომ ასეთი აქტიური მზეთუნახავი სულ ყურადღების ცენტრშია.      











მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით