უბედური მერაია
20-10-2014
უბედური მერაია
44 წლის მერაია ქერი მსოფლიო ტურნეს ატარებს. იაპონიაში, სადაც ის განსაკუთრებით პოპულარულია, კონცერტზე ხმა დაეკარგა! მისი 15 000 იაპონელი თაყვანისმცემელი გაწბილებული დარჩა: საყვარელმა მომღერალმა ვერც ერთი მაღალი ნოტი ვერ აიღო, სიტყვებსაც ურევდა და ბოლოს, სიმღერის ნაცვლად რეჩიტატივზე გადავიდა. მაყურებლის დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა...

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ლანძღავდა და ამტკიცებდა, სიმღერა აღარ შეუძლიაო. თუმცა, საბოლოოდ დაადგინეს, რომ ყველაფრის მიზეზი იყო მეორე ქმართან - რეპერ ნიკ კენონთან განშორება. ნიკმა მერაია
გასუქების გამო მიატოვა.  მსგავსი რამ მომღერალს ადრეც შეემთხვა, როცა 1997 წელს პირველი ქმარი, მუსიკალური პროდიუსერ ტომი მოტოლა გაშორდა...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით