"სიყვარულის გრაფიკი" - კვირის პალიტრა

"სიყვარულის გრაფიკი"

დასავლური გამოცემები 65 წლის რიჩარდ გირისა და 44 წლის ლამაზმანის - მსახიობისა და ტელეწამყვანის, პადმა ლაქშმის განშორების ფოტოებით აჭრელდა.

წყვილმა ერთმანეთი ფილმის გადაღებაზე გაიცნო, ხოლო მათი რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც გირმა 1 წლის წინ თავის მეორე ცოლთან (პირველი ცოლი სინდი კროუფორდი გახლდათ), მსახიობ კერი ლოუელთან 11-წლიანი ქორწინების შემდეგ გაყრის განცხადება შეიტანა. მცოდნეთა მტკიცებით, ლოუელთან გაყრის მიზეზი, ვისთანაც გირს ვაჟი დარჩა, გახდა ბუდისტი რიჩარდის შეუთავსებლობა ცოლის ელიტური ცხოვრების წესთან.

რაც შეეხება პადმა ლაქშმის, ის 2007 წელს გაეყარა ნობელის პრემიის ლაურეატს, საქვეყნოდ ცნობილი "სატანური ლექსების" ავტორს, პოეტ სალმან რუშდის. მერე ხანგრძლივი რომანი ჰქონდა მილიარდერ ტედი ფორსტმენთან, რომელიც 2011 წელს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მანამდე, 2010 წელს მას გოგონა შეეძინა კომპანია "დელის" დამფუძნებლის ძმის, ადამ ბელისგან, რომელსაც ბავშვის გაჩენისთანავე დაშორდა...

მოკლედ,  ჰოლივუდის მთელი ბომონდი გაფაციცებით აკვირდებოდა მათ ურთიერთობას, რომელიც სკანდალის გარეშე დასრულდა. "სიყვარულში გამოცდილმა" წყვილმა განაცხადა, - ისეთი სამუშაო გრაფიკები გვაქვს, რომ ერთმანეთისთვის ვეღარ ვიცლითო.