ჯერ ბავშვი, შემდეგ ქორწილი
20-10-2014
ჯერ ბავშვი, შემდეგ ქორწილი
29 წლის სკარლეტ იოჰანსონი გოგონას, როუზის, გაჩენის შემდეგ ხალხში პირველად გამოჩნდა. პაპარაცებმა უამრავი ფოტო გადაუღეს მსახიობს, როცა ქუჩაში როუზის მამას - თავის მომავალ საქმროს, ფრანგ ჟურნალისტსა და პუბლიცისტ რომენ დორიაკს საჯაროდ კოცნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობიდან მხოლოდ 1 თვეა გასული, ჰოლივუდის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია.

სკარლეტმა უკვე რეჟისორების ყურადღებაც მიიპყრო და კარიერაში პირველად სერიალშიც მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, მისი საქმრო რომენ მორიაკი ფერწერის სპეციალისტია და ფრანგული ხელოვნების ჟურნალის - "კლარკის" რედაქტორი
იყო. ერთმანეთს კი ისინი საერთო მეგობარმა - ტატუს ოსტატმა გააცნო...    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით