ანჯელინას "გაქალბატონება"
20-10-2014
ანჯელინას "გაქალბატონება"
10 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ანჯელინა ჯოლის "ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ქალბატონის" წოდება მიანიჭა. ცერემონია, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, კერძო აუდიენციის სახით შედგა. ტიტულთან ერთად  ანჯელინამ მონარქის ხელიდან უაღრესად საპატიო წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის დიდი ჯვრებიც მიიღო. ცერემონიის შემდეგ კი დედოფალს ჯოლის მეუღლე ბრედ პიტი და ექვსივე შვილი შეხვდა.

ქალისთვის ეს წოდება მამაკაცის რაინდის ტიტულის ტოლფასია. თუმცა, ჯოლი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე არ არის და საკუთარი სახელის წინ ამ
ტიტულის გამოყენებას ოფიციალურად ვერ შეძლებს. ჯილდოები სუპერვარსკვლავს ჰუმანიტარული საქმიანობის გამო გადასცეს - ჯოლი გაეროს მშვიდობის დესპანია და აქტიურად იბრძვის მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტების ზონებში.










რედაქტორის რჩევით