ბლუმი დი კაპრიოს ექსსაყვარელს ჰყვარობს - კვირის პალიტრა

ბლუმი დი კაპრიოს ექსსაყვარელს ჰყვარობს

ჰოლივუდში სკანდალია - როგორც ჩანს, ორლანდო ბლუმმა მირანდა კერი ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილ სატრფოზე - ლამაზ ქერა მსახიობ მარგო რობიზე გაცვალა.

პაპარაცები ყველა ღონისძიებაზე, სადაც მარგოს და ორლანდოს ერთად ყოფნა უწევთ, გამუდმებით მათ ერთად დაფიქსირებას ცდილობენ. თუმცა ჯერ ეს ვერ მოახერხეს. ყვითელი პრესის მცდელობის მიუხედავად, დი კაპრიო არანაირ კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ, პრესა წერს, - გაბრაზებული მირანდა კერი ავსტრალიელ მილიარდერს, ჯეიმს პაკერს ხვდება, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავსო. მიუხედავად იმისა, რომ პაკერის იახტაზე წყვილი მარტო ატარებს უქმეს, მირანდა ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან...