"ყველაზე სექსუალური"
27-10-2014
"ყველაზე სექსუალური"
პრესტიჟული ჟურნალ "ესკვაირის" გამოკითხვით, "მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი" 40 წლის პენელოპე კრუსია. ესპანელმა სუპერვარსკვლავმა უკან მოიტოვა "ნორჩი" მზეთუნახავების არმია. ის მეთერთმეტეა, ვინც ცოცხალი ქალების ამ შესაშური ჰიტ-პარადის მწვერვალზე აღმოჩნდა - დედოფლის ტახტზე შეცვალა სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც შარშან და შარშანწინ ზედიზედ გაიმარჯვა. მანამდე კი ტიტულს ფლობდნენ ანჯელინა ჯოლი, რიანა, შარლიზ ტერონი, ჰოლი ბერი. "მე უკეთესი გავხდი ორი მშვენიერი ბავშვის გაჩენის შემდეგ, მაგრამ ჩემი სხეულის ყველაზე გამომსახველი ნაწილი ჩემი ხელებია", -  განაცხადა
სუპერვარსკვლავმა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით