ზელვეგერი ვარ
27-10-2014
ზელვეგერი ვარ
2010 წლის შემდეგ ეკრანებიდან გაუჩინარებული 45 წლის რენე ზელვეგერი, მას მერე არც დაჯილდოებაზე გამოჩენილა. ახლახან კი  ELLE-ს დაჯილდოების ცერემონიალზე შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა და საყოველთაო ყურადღება შეცვლილი გარეგნობით მიიპყრო. საზოგადოებამ თავიდან ვერც იცნო ოსკაროსანი ვარსკვლავი. რენეს ახალი იერი საჭორაოდ იქცა. ბევრის აზრით, წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის გამო რენემ სრულიად დაკარგა საკუთარი სახე... "მეგობრები მეუბნებიან, - ყველაფერი კარგადააო. შესაძლოა, მართლაც სხვანაირად გამოვიყურები, მაგრამ ასაკთან ერთად ეს ვის არ ემართება... მე ახლა ბედნიერი ვარ.
ჩემს გარეგნობაზე მსჯელობა კი სიბრიყვედ მიმაჩნია", - განაცხადა რენე ზელვეგერმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით