დედობის ალიმენტი - კვირის პალიტრა

დედობის ალიმენტი

მსახიობ ჰოლი ბერის თავისი გოგონა ნალას მამის - მანეკენ გაბრიელ ობრისთვის ალიმენტის გადახდა მოსწყინდა. მათი სასამართლო დავა დიდხანს გრძელდებოდა. სუპერვარსკვლავი ითხოვდა ახლანდელ ქმართან, ფრანგ მსახიობ ოლივიე მარტინესთან პარიზში საცხოვრებლად გადასვლის უფლებას. სასამართლომ კი ბერის არა მარტო უარი უთხრა, არამედ ყოფილი შეყვარებულის სასარგებლოდ დიდი ალიმენტის - თვიურად 16 000 დოლარის გადახდა დააკისრა! მაშინ ჰოლი ყველაფერს დათანხმდა, რათა 6 წლის ნალას მასთან ეცხოვრა. გაბრიელ ობრი კი "გაჭირვებულად" ცნეს, რადგან მაშინ არ მუშაობდა. ახალი სარჩელით ჰოლი ითხოვს, რომ ალიმენტი 3 ათასამდე შეუმცირონ, ხოლო "აფერისტმა" ობრიმ, ბოლოს და ბოლოს, მუშაობა დაიწყოს და მის ხარჯზე ცხოვრება დაასრულოს. "3 ათასი სრულიად საკმარისია იმ დღეების ხარჯებისთვის, რასაც ნალა მამასთან ატარებს. ამ უკანასკნელმა კი დროა, ცოტა ხელი გაანძრიოს", - აცხადებს გაბრაზებული ვარსკვლავი.