იტირე და მოგეცემა
03-11-2014
იტირე და მოგეცემა
ლედი გაგა, ანუ სტეფანია ჯარმანოტა დიდად უცნაური ქალია... ახლახან ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში 28 წლის პოპვარსკვლავ სტეფანია ჯარმანოტასა და 33 წლის მსახიობ ტეილორ კინის "ვალდებულებათა ცერემონია" გაიმართა. მშობლების თანდასწრებით ორივემ ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცა და განაცხადა, რომ მზად არიან, ახლავე იქორწინონ... მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის დრო არ აქვთ! კინის ერთდროულად ორ ფილმში იღებენ, ლედი გაგამ კი 88 წლის ლეგენდარულ მუსიკოს ტონი ბანეტთან ერთად ჯაზის კომპოზიციებზე კლიპი უკვე ჩაწერა და დიდად
დაკავებული არ უნდა იყოს. ყვითელი პრესა ირონიულად ამტკიცებს, რომ ეს აქამდე არნახული ცერემონია გაგამ განგებ მოიგონა. თავის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის გაგამ საქმროდ კინი თურმე იმიტომ აირჩია, რომ ის იყო პირველი, ვინც მისი სიმღერის დაწყებისას ტირილი დაიწყო...       

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით